logo
ENG



3 ვაკანსია "ფორმულას" სოციალური მედიის სამსახურში

27 სექ 202223:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/27/7vkxi6ycg1ermbe.png

ტელეკომპანია ფორმულას სოციალური მედიის სამსახურში ვაცხადებთ 3 ვაკანსიას სხვადასხვა პოზიციაზე.

 

  1. ნიუსისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის მენეჯერი

 

მოვალეობები:

  • სამუშაო საათებში ჩვენი საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების ლაივსტრიმების მენეჯმენტი ფეისბუქსა და იუთუბზე;

  • გამოშვებებიდან და გადაცემებიდან მნიშვნელოვანი, საინტერესო ვიდეოების მაღალ ხარისხში მოჭრა და სწორი ფორმებით განთავსება ფორმულას სოციალური მედიის პლატფორმებზე;

  • ჩვენი საინფორმაციო გამოშვებების დაწყებამდე გავრცელებული ყველაზე საინტერესო, მნიშვნელოვანი ამბების/განცხადებების ოპერატიულად მომზადება ქარდების/ციტატების შაბლონებში და ამ კონტენტის შესაბამის პლატფორმებზე გამოქვეყნება.

მოთხოვნები:

  • ონლაინ მედიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

  • ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;

  • Adobe Photoshop-სა და Adobe Premiere-ის საბაზისო ცოდნა;

  • სეკულარული პრინციპებისა და ეთიკური ნორმების დაცვა ნებისმიერი კონტენტის შექმნის პროცესში;

  • დაკისრებული საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.

  • ინგლისური (სავალდებულო) და რუსული (სასურველი) ენების ცოდნა;



  1. მულტიმედია კონტენტის შემქმნელი

 

მოვალეობები:

  • ფორმულას სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმის შესაბამისი კონტენტის დაგეგმვა/მომზადება აქტუალურ, მნიშვნელოვან და საინტერესო მიმდინარე საკითხებზე, მათ შორის: მულტიქარდების, მულტიპოსტების, საინფორმაციო და შემეცნებითი გრაფიკული ვიდეოების, ორიგინალური ქვიზების და ა.შ.;

  • გუნდურად მუშაობის უნარი - კონტენტის შექმნისას გრაფიკოს-მემონტაჟესთან ეფექტიანი კოორდინაცია, მისი შესაძლებლობებისა და რესურსის მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება.

 

მოთხოვნები:

  • მულტიმედია კონტენტის კეთების გამოცდილება;

  • ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;

  • Adobe Photoshop-სა და Adobe Premiere-ის საშუალო დონეზე ცოდნა;

  • კრეატიული კონტენტის მოსამზადებლად საინტერესო თემების მუდმივი ძიება სოციალურ ქსელებსა და სანდო საერთაშორისო მედიებში.

  • სეკულარული პრინციპებისა და ეთიკური ნორმების დაცვა ნებისმიერი კონტენტის შექმნის პროცესში;

  • დაკისრებული საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.

  • ინგლისური (სავალდებულო) და რუსული (სასურველი) ენების ცოდნა;



  1. გრაფიკოს-მემონტაჟე

 

მოვალეობები:

  • ფორმულას ციფრული კომუნიკაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მომზადებული ტექსტური მასალების ვიზუალიზაციისთვის, საჭიროების შემთხვევაში, ორიგინალური ქარდების, ციტატების, ქავერ ფოტოების, მინი გრაფიკული ვიდეოებისა და ა.შ. მაქსიმალურად ოპერატიულად და გემოვნებიანად მომზადება.

  • გუნდურად მუშაობის უნარი და ეფექტიანი კომუნიკაცია თანამშრომლებთან.

 

მოთხოვნები:

  • მედიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

  • Adobe-ს პროგრამების პროფესიონალურად ცოდნა;

  • დაკისრებული საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.



ანაზღაურება სამივე პოზიციაზე:

  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის სამუშაო გამოცდილების შესაბამისად (დამატებით ინფორმაციას ანაზღაურების შესახებ შერჩეული კანდიდატები გასაუბრების დროს მიიღებენ)

 

გრაფიკი სამივე პოზიციაზე:

  • სრული განაკვეთი; სამუშაო საათები - შეთანხმებით

 

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • რეზიუმე (CV)

 

განაცხადი უნდა გამოგზავნოთ, არაუგვიანეს 2022 წლის 31 ოქტომბრისა, ელექტრონულ მისამართზე: hr@formula.ge

განაცხადის ელ. ფოსტით გაგზავნისას სათაურში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება:

 

  1. სოცმედია მენეჯერი

  2. მულტიმედია კონტენტის შემქმნელი

  3. გრაფიკოს-მემონტაჟე


close დახურვა